დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ ონლაინ მიმდევრების შერჩევის ძალისხმევა ამერიკელებისთვის უფრო დიდი ტერორისტული საფრთხეა ვიდრე ალ-ყაიდა - ამ განცხადებას გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი აკეთებს.
გუშინ კოლორადოში უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ჯეიმს კომიმ თქვა, რომ დაჯგუფება სოციალურ მედიაში კამპანიას აძლიერებს:
„ისლამური სახელმწიფო ალ-ყაიდა არ არის, ის ტვიტერზეა“ თქვა კომიმ თავის გამოსვლაში, მისი თქმით დაჯგუფების ინგლისურენოვან ანგარიშს სოციალურ ქსელ ტვიტერში 21 ათასი მიმდევარი ჰყავს, მათი დიდი ნაწილი ამერიკაშია.
მისივე თქმით, გამოძიების ფედერალური ბიურო რადიკალურ ჯგუფებში ამერიკელების ჩართულობის და ტერორისტული აქტების მოწყობის მსურველთა ასობით საქმეს იძებს.