რუსეთის პრემიერ მინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თურქულმა კომპანიებმა შესაძლოა რუსეთში პროექტები და ბაზრები დაკარგონ. ეს გაფრთხილება თურქეთის მთავრობამ სერიოზულად უნდა აღიქვას, აცხადებს სტაბმოლში დაფუძნებული ეკონომისტი ინან დემირი.
“თურქეთისთვის რუსეთში გატანილი ექსპორტი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. გარდა ამისა, თურქეთში ტურიზმის 11 პროცენტს რუსეთდან წამოსულ ადამიანები შეადგენს. ეს ორი ეკონომიკური მაჩვენებელი შესაძლოა შემცირდეს.”
შეიძლება ბუნებრივი აირის მილსადენზე მოულოდნელად ავარია მოხდეს, ან სარემონტო საქმიანობა გახდეს საჭირო, რომელიც 20 დღე გაგრძელდება. თურქეთისთვის კარგი ისაა, რომ რუსებს დღეს ფული ისე სჭირდებათ, რომ არ მგონია რაიმე მსგავსი მოხდეს.სოლი ოზელი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თანამოქალაქეები გააფრთხილა თურქეთში მგზავრობისგან თავი შეეკავებინათ ტერორისტული საფრთხეების გამო. თურქეთში რუსი ტურისტების რაოდენობა ამ გაფრთხილებამდეც შემცირებული იყო, რაც ერთს მხრივ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან წამოსულ საფრთხეებს და მეორეს მხრივ “ქურთისტანის მუშათა პარტიის” მიერ მეამბოხური საქმიანობის გააქტიურებას უკავშირდება.
ტურიზმი თურქეთის ეკონომიკის 10 პროცენტს შეადგენს. ტურისეტბის რაოდენობის შემცირება თურქეთის ეკონომიკისთვის რისკს უდავოდ წარმოადგენს, თუმცა არა ისეთ მასშტაბურს, როგორსაც ენერგო რესურსები. თურქეთი ენერგო რესურსების ნახევარს რუსეთისგან ყიდულობს.
სტამბოლის კადირ ჰასის უნივერსიტეტის პროფესორი სოლი ოზელი ამბობს, რომ ეს რისკი ანკარამ სერიოზულად უნდა აღიქვას:
“შეიძლება ბუნებრივი აირის მილსადენზე მოულოდნელად ავარია მოხდეს, ან სარემონტო საქმიანობა გახდეს საჭირო, რომელიც 20 დღე გაგრძელდება. თურქეთისთვის კარგი ისაა, რომ რუსებს დღეს ფული ისე სჭირდებათ, რომ არ მგონია რაიმე მსგავსი მოხდეს.”
რუსეთის ენერგო გიგანტი “გაზპრომი” თურქეთისგან ყოველ წელს დაახლოებით 27 მილიარდ დოლარს იღებს, რაც ადვილად უგულვებელსაყოფი თანხა არ არის. თუმცა, თუ მოსკოვმა თურქეთისთვის გაზის მიწოდება შეაფერხა, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი ეკონომიკურ ფაქტორებზე მაღლა გრძელვადიან სტრატეგიულ გათვლებს აყენებს. სწორედ ამიტომ დემირის თქმით, თურქეთს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს:
“თურქეთს, რა თქა უნდა, სათადარგო გეგმები აქვს. მაგრამ ძალიან რთულია ენერგო რესურსის დაკარგვიდან მოკვე ვადაში მისი ჩანაცვლება. გაზის მიწოდების შეფერხებას უარყოფითი გავლენა აუცილებლად ექნება.”
დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, თურქეთის მთავრობამ რუსეთთან შესაძლოა ურთიერთობის გამოსწორება რაც შიძლება მალე სცადოს. სტაბმოლის ქუჩებში კი ხალხი ხუმრობს, რომ ამ ზამთარს ყველაზე სარფიანი ბიზნესი თბილი ქურთუკების წარმოება იქნება.