ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირისპირება თურქეთის საზღვართან


ქურთ ამბოხებულებს და თურქ ჯარისკაცებს შორის ერაყის საზღვართან მომხდარ შეტაკებას 19 ადამიანი შეეწირა

თურქეთის ოფიციალური წყაროების ცნობით, ქურთ ამბოხებულებს და თურქ ჯარისკაცებს შორის ერაყის საზღვართან მომხდარ შეტაკებას 19 ადამიანი შეეწირა. დაღუპულთა შორის 11 ქურთი ამბოხებული, 6 თურქი ჯარისკაცი და 2 პოლიციელია.

თურქეთის მთავრობამ ქურთ ამბოხებულებზე საჰაერო და სახმელეთო შეტევები გააძლიერა, რის გამოც მათ შორის შეტაკებები ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ძალიან გახშირდა. მას შემდეგ, რაც 1984 წელს ქურთისტანის მუშათა პარტიამ ხელში იარაღი აიღო და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა, თურქეთის ტერიტორიაზე 40 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა ქურთია.

XS
SM
MD
LG