ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა თურქეთის მოქმედებას მხარს უჭერს


შეერთებული შტატები მხარს უჭერს თურქეთის სამხედრო ოპერაციას, რომელსაც ორი სამიზნე აქვს - ერთი სირიაში ისლამური სახელმწიფოა, ხოლო მეორე კი ჩრდილოეთ ერაყში ქურთი მეამბოხეები.

თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ანკარას უფლება აქვს „მიიღოს ზომები ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ.“ ამაში ქურთისტანის მუშათა პარტიის ქალაქიც შედის. პარასკევს თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანა ქურთისტანის მუშათა პარტიის ერთ-ერთ ქალაქზე. 2013 წლის ზავის დადების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ანკარამ ჯგუფის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა.

ანკარამ სახედრო ოპერაცია მას შემდეგ განახორციელა, რაც თურქეთში მომხდარი ძალადობა ორივე ჯგუფს, ისლამურ სახელმწიფოს და ქურთისტანის მუშათა პარტიას დაბრალდა, რომლებიც თავის მხრივ ერთმანეთის მოწინააღმდეგე ორგანიზაციებია.

ანკარამ ნატოს წევრი ქვეყნების შეხვედრის ბრიუსელში სამშაბათს მოწვევა მოითხოვა, რათა ალიანსმა თურქეთის უსაფრთხოება განიხილოს.

XS
SM
MD
LG