ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქურთისტანის მუშათა პარტიამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაასრულა


ქურთისტანის მუშათა პარტიის განცხადებით, გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების გამო იქნა მიღებული, ვადა გაუვიდა.

თურქეთში მოქმედი ქურთისტანის მუშათა პარტია აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების გამო იქნა მიღებული, ვადა გაუვიდა. პარტიას ხელისუფლება უკანონო გაერთიანებად მიიჩნევს. განცხადება პროქურთულმა საინფორმაციო სააგენტომ „ფირატმა“ გაავრცელა და ის მთავრობის პოლიტიკის ცვლილებას, კერძოდ კი ომზე ფოკუსირებას დაუკავშირა.

ოთხშაბათს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა პირობა დადო, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას გააგრძელებს, ვიდრე მათ თითოეულ მეომარს არ დაამარცხებს. ერდოღანის პარტიამ ივნისში დამარცხების შემდეგ კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე უმრავლესობა მოიპოვა.

XS
SM
MD
LG