ვაშინგტონი —
თურქეთში, დაკავებულთა შორის, „სომა ჰოლდინგ კომპანიის“ უფროსი წევრები არიან. ეს კომპანია იმ მაღაროს მართავდა, სადაც უბედურება მოხდა. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტანერ ილდიზმა პირობა დადო, რომ გამოძიება არავის დაინდობს.
მან თქვა, რომ თუ ბრალეულობა გამოიკვეთება, შემწყნარებლობას ადგილი არ ექნება იმისდა მიუხედავად, თუ რომელი სექტორიდან იქნებიან დამნაშავენი.
მიუხედავად ამისა, სამთო კომპანიებთან მჭიდრო კავშირების გამო, მთავრობის მიმართ კრიტიკა იზრდება. პრემიერ ერდოღანის მთავრობამ, ათწლეულზე ხანგრძლივი მმართველობის დროს, თურქეთის მაღაროების უმეტესობის აგრესიული პრივატიზება მოახდინა. ადგილობრივმა მედიამ კი ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ "სომა კომპანიის" უფროსი წევრები, მმართველ სამართლიანობის და განვითარების პარტიასთან იყვნენ დაკავშირებულნი.
პრემიერმა ერდოღანმა ეს ბრალდებები უარჰყო, როგორც ცილისწამება და ირწმუნებოდა, რომ „სომა ჰოლდინგ კომპანიაში“ არავის იცნობდა. ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერის მოადგილე ფარუკ ლოღოღლუ ამბობს, რომ მთავრობას სომას მაღაროსთვის ყურადღება, უბედურ შემთხვევამდე უნდა მიექცია. მთავრობას აქამდე არ განუმარტავს, თუ რატომ უარყო ადრე გაჟღერებული გამოძიების მოთხოვნა.
ანკარა მძიმე ეკონომიკური რეალობის წინაშე დგას. თურქეთის, ენერგიაზე დამოკიდებულ ეკონომიკას, ნავთობის და გაზის მწირი რესურსები გააჩნია, მაგრამ ქვანახშირი უხვად აქვს. ძვირადღირებულ იმპორტირებულ ენერგიაზე ქვეყნის დამოკიდებულების შესამცირებლად ქვანახშირის დამუშავება, მთავრობის საკვანძო პრიორიტეტია. სამხრეთ თურქეთის ქვანახშირის საბადოებზე, თითქმის 12 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის განსახორციელებლად, ანკარა კატართან ურთიერთობის დამყარებას ცდილობს.
ენერგეტიკის მინისტრმა ილდიზმა პირობა დადო, რომ თურქეთი, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, მომხდარ ტრაგედიას გაკვეთილად გამოიყენებს. თუმცა გასულ წელს ილდიზმა სომას მაღარო უსაფრთხოებისთვის და პროდუქტიულობისთვის შეაქო. მაღაროს მფლობელთა განცხადებით, პრივატიზაციის შემდეგ ხარჯები მათ 75 პროცენტით შეამცირეს.
სომას ტრაგედიის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ მზარდი მოთხოვნების ფონზე, მთავრობას მოუწევს საკუთარი პრიორიტეტების გადახედვა, რაც სამთო საქმის უსაფრთხოებას და პროდუქტიულობას შეეხება.