ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი თურქეთს ბოდიშს არ მოუხდის


ისრაელი თურქეთს ბოდიშს არ მოუხდის
ისრაელი თურქეთს ბოდიშს არ მოუხდის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თელავივი არ აპირებს თურქეთის წინაშე ბოდიშის მოხდას, გასულ წელს ღაზას სექტორისკენ მიმავალი ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე რეიდის განხორციელების გამო. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მის ქვეყანას არასდროს სურდა თურქეთთან ურთიერთობის გაუარესება და ამჟამადაც რჩება კეთილმეზობლური ურთიერთობის მომხრედ. თურქეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია და ასევე თელავივთან ყველანაირი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა. მანამდე კი გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, ისრაელს ქონდა რეიდის განხორციელების უფლება, თუმცა თელავივის სამხედროებმა ძალას გადაამეტეს. ამასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა.

„ორივე მხარე რეგიონში წამყვანი ქვეყანაა. მათ შორის ურთიერთობის გაუმჯოებესება ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამოსწორებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება“ - განაცხადა ბან კი მუნმა

შაბათს ისრაელმა გამოთქვა წუხილი თურქეთის ქმედების გამო და ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი უფრთხილდება თურქეთან არსებულ კავშირებს. თუმცა, ამავე დროს, ის არ აპირებს ბოდიშის მოხდას ანკარას წინაშე.

XS
SM
MD
LG