ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი აცხადებს, რომ მისი საზღვაო ძალები უკან დახევას არ აპირებს


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის საზღვაო ძალები უკან დახევას არ აპირებს იმ პირობებში, როცა საბერძნეთს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ქაოსის დათესვა სურს.

ორ ქვეყანას რეგიონში სადავო რესურსები აქვთ და ორივე მათგანმა სადავო ტერიტორიაზე საზღვაო ძალები გაგზავნა.


„ისინი, ვინც საბერძნეთი თურქეთის საზღვაო ძალების წინ [წყალში] ჩააგდო, ახლა მათ ზურგს არ უმაგრებენ,“ თქვა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრაზე.

მან დასძინა, რომ ათენს უფლება არ აქვს იმ ტერიტორიებზე საზღავო კომუნიკაციები გაავრცელოს, რომელი ტერიტორიაც ანკარას ეკუთვნის.

ამ ფონზე, რამდენიმე დღის წინ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინა.

"ჩვენმა საბურღო გემმა შავ ზღვაში 20 ივლისს 320 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა მხოლოდ 1 ჭაში. ჩვენი სპეციალისტები შავ ზღვაში ბუნებრივი აირის შესაძლო არსებობის შესახებ დიდი ხანია საუბრობენ, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ეს სამუშაოები თურქეთმა საკუთარი ძალებით აწარმოა," თქვა დღეს რამდენიმე საათის წინ სიტყვით გამოსვლის დროს თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG