ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში, მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება


თურქეთის „კატასტროფის მართვის საგანგებო ცენტრის“ ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება, რომ დაშავებულთა რიცხვი 1600 აღწევს. მათ შორის 13 ინტენსიური მკურნალობას გადის.

პარასკევს მომხდარი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, სამაშველო ოპერაციებში 4000 ადამიანი იყო ჩართული. ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ეპიცენტრში 76 შენობა დაინგრა, ასობით კი დაზიანდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პარასკევის შემდეგ, 900 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.

ელაზიღის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრა, თურქეთში, ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო.

მანამდე, თურქეთში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მიწისძვრის შედეგად, 1999 წელს, 17 ათასი ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG