ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

22 დაღუპული და ასობით დაშავებული - მიწისძვრა თურქეთში


თურქეთში ძლიერი მიწისძვრის დროს 22 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, რომელთა ნაწილი საავადმყოფოებშია გადაყვანილები.

დაშავებულთა შორის რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს.

24 იანვარს მომხდარი მიწისძვრა ბოლო წლების განმავლობაში თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იყო.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, 6.8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბოდრუმიდან რამდენიმე კილომეტრში იყო.

ძლიერმა ბიძგებმა რამდენიმე შენობა სრულად დაანგრია. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ათობით ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის, 12 წლის ბავშვის.

ყველაზე მძლავრი მიწისძვრა თურქეთში 1999 წელს მოხდა. მაშინ 17 000 ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG