ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთს და კვიპროსს შორის ურთიერთობა დაიძაბა


თურქეთს და კვიპროსს შორის ურთიერთობა დაიძაბა
თურქეთს და კვიპროსს შორის ურთიერთობა დაიძაბა

გაერო და ევროკავშირი თურქეთს და კვიპროსს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. საქმე ეხება ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებულ გაზის საბადოებზე უფლების მოპოვებას. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის პრესპიკერმა დღეს ორივე მხარეს დავის მოკლე ვადებში დარეგულირებისკენ მოუწოდა. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა თანერ ილდიზმა დღეს განაცხადა, რომ ანკარა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ნავთობის და გაზის დამუშავებას მომავალ კვირაში დაიწყებს, რასაც თურქეთის სამხედრო ფლოტი დაიცავს. გასულ თვეს კი ბერძნული კვრიპროსის მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი კუნძულთან მდებარე საბადოებიდან გაზის და ნავთობის მოპოვებას გეგმავენ. როგორც ცნობილია, თურქეთი კვიპროსის ბერძნულ მთავრობას არ ცნობს, მას შემდეგ რაც კუნძული 1974 წელს თურქულ და ბერძნულ ნაწილებად გაიყო.

XS
SM
MD
LG