ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ თურქეთში ბომბმა 2 ადამიანი იმსხვერპლა


თურქეთის ოფიციალური პირების ცნობით, ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ადანაში, სამთავრობო შენობის წინააღმდეგ განხორციელებული ბომბის აფეთქების შედეგად, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა. ადანას პროვინციის გუბერნატორმა, მაჰმუთ დემირტასმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ანადოლუს განუცხადა, რომ თავდასხმა მისი ოფისის შესასვლელთან ახლოს, ავტოსადგომზე მოხდა. მან თქვა, რომ სჯერა, თავდასხმა ქალმა მოახდინა, თუმცა არ უთქვამს, ეს თვითმკვლელის მიერ იყო ჩადენილი თუ არა.

ეს თავდასხმა ბოლო იყო იმ სასიკვდილო აფეთქებების ჯაჭვში, რომელიც თურქეთში უკვე წელიწადზე მეტია რაც ხდება. თავდასხმებს ან ქურთი მებრძოლები, ან დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო ახდენდა.

XS
SM
MD
LG