ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში დაპატიმრებები გრძელდება


თურქეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, დღეს სტამბოლში პოლიციამ 44 კომპანიაში რეიდი ჩაატარა. მიზეზად გადატრიალების მცდელობასთან მათი კავშირები სახელდება.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ”-ს ინფორმაციით, გაცემულია 120 კომპანიის ხელმძღვანელის დაკავების ორდერი. მათ ბრალი ედებათ შეერთებულ შტატებში დევნილობაში მყოფ ფეტულა გულენთან კავშირების ქონაში.

15 ივლისს არშემდგარი გადატრიალების ორგანიზებაში თურქეთის მთავრობა გულენს და მის მოძრაობას ადანაშაულებს. გასულ თვეს, თურქეთის ამბოხებისას, 250-ამდე ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ თურქეთის პოლიციამ დაახლოებით 35 000 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან სამხედროები, მოსამართლეები და განათლების სფეროს წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG