ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი უვადო ავტოკრატიის ზღვარზე?


A man kneels in front of police blocking a march called by opposition political leader Juan Guaido in Caracas, Venezuela.
A man kneels in front of police blocking a march called by opposition political leader Juan Guaido in Caracas, Venezuela.

თურქეთში, საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი ჩატარდა. ამომრჩეველს მმართველობის სისტემის ცვლილება - საპარლამენტოდან საპრეზიდენტო წყობაზე გადასვლა უნდა გადაეწყვიტა და იქვე, რამდენიმე სხვა საკითხისთვის ეყარა კენჭი, მათ შორის, გაუქმებულიყო თუ არა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

ყველა ბიულეტენი დათვლილი ჯერ არაა. პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა რეფერენდუმს უკვე უწოდა ისტორიული და აღნიშნა, რომ მოსახლეობამ სტაბილურობას დაუჭირა მხარი. ოპოზიციური პარტიები კი გაყალბებაზე საუბრობენ.

რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონის ახლო-აღმოსავლეთის ინსტიტუტის ექსპერტი რობერტ პირსონი აცხადებდა, რომ შექმნილი ვითარება პრეზიდენტის გამარჯვებას და მის ერთპიროვნულ ლიდერად ქცევას უწყობდა ხელს, რადგან ერდოღანი სრულად აკონტროლებდა მედიას, პოლიტიკურ პროცესებსა და სასამართლო ხელისუფლებას. “ოპონენტებს ხმის ამოღების ეშინიათ. ანტი-ქურთული კონსერვატიული ოპოზიცია სუსტია. პრეზიდენტის მხარდამჭერები დაქსაქსულნი და დასუსტებულნი არიან. მოქალაქეებს კი 1923 წლის შემდეგ, ფაქტობრივად, პირველად უხდებათ პოლიტიკური ლიდერის უპრეცედენტო უფლებებით აღჭურვა,” აღნიშნა მან.

მე ვხედავ აღნიშნული სისტემის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას: [ წლების შემდეგ] ერდოღანი სეკულარიზმის მიმდევარმა პოლიტიკოსმა რომც შეცვალოს, სისტემა მისთვისაც მაცდუნებელი იქნება.
როს ჰარისონი

სავარაუდოა, რომ რეფერენდუმის შედეგების შეჯამების შედეგად, თურქეთის მმართველი პარტია გაიმარჯვებს. საზოგადოება, რომელიც უკვე დანაწევრებულია, ორად გაიყოფა. პრეზიდენტს კი, რომლის არჩევნები 2019 წელს უნდა ჩატარდეს, ორი ვადით, საერთო ჯამში, 10 წლით აირჩევენ. შესაბამისად, ამჟამინდელ პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ეროდოღანს საშუალება მიეცემა, ძალაუფლებაში ყოფნა 2029 წლამდე გაიხანგრძლივოს. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ერდოღანი უფრო მეტად ავტოკრატული გახდება.

“ამერიკის ხმასთან” საუბრისას ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა და ახლო-აღმოსავლეთის ინსტიტუტის კიდევ ერთმა მკვლევარმა როს ჰარისონმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით პასუხებზე უფრო მეტი კითხვა აქვს. “ბევრი პარტია რეფერენდუმის შედეგებით უკმაყოფილოა. ისინი მათ გასაჩივრებას აპირებენ. ამასთან, არ ვიცით რას მისცა ხმა ნაციონალისტური იდეოლოგიის მიმდევარი მთავარი ოპოზიციური პარტიის, სახალხო რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველმა. როგორც ჩანს, რეფერენდუმის შედეგი საპრეზიდენტო მმართველობა იქნება. მე ვხედავ აღნიშნული სისტემის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას: გადიდგულებული და ამბიციური ერდოღანი 8-10 წელიწადში ძალაუფლებას რომც ჩამოშორდეს და ის სეკულარიზმის მიმდევარმა პოლიტიკოსმა შეცვალოს, რეფერენდუმის შედეგად შექმნილი სისტემა მისთვისაც მაცდუნებელი იქნება.”

რაც შეეხება რეფერენდუმის გავლენას თურქეთის საგარეო პოლიტიკის ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა ურთიერთობა აშშ-თან, სირიის კონფლიქტი, ქურთისტანი და ასე შემდეგ: ჰარისონი მიიჩნევს, რომ აქამდე ერდოღანის საგარეო აქტივობები, უმეტესად, შიდა აუდიტორიაზე იყო გათვლილი. სამომავლოდ კი “ნაადრევია იმაზე მსჯელობა, შიდა ამოცანების გადაჭრის შემდეგ, ერდოღანი უფრო პრაგმატულად მოეკიდება თუ არა საგარეო საკითხებს, უფრო აქტიურად ითანამშრომლებს თუ არა აშშ-თან “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ, დაუახლოვდება თუ არა რუსეთს და გადახედავს თუ არა ურთიერთობას ერაყის ქურთისტანის შეიარაღებულ დაჯგუფებებთან, რომელთაც ანკარა თურქეთში მოქმედი ქურთისტანის მუშათა პარტიის მოკავშირედ მიიჩნევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG