სამხრეთ კავკასიის შესახებ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის "3+3"-ის მესამე შეხვედრა 18 ოქტომბერს სტამბოლში გაიმართება, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
რუსეთს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასის" ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღეს სომხეთის საგრეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი.
საქართველოს პოზიცია უცვლელია, ის არც ამჯერად მიიღებს მონაწილებას შეხვედრაში, ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ (3+3) შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა.
ინფორმაცია ამის შეესახებ ერდოღნმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, რასაც წინ უძღოდა რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.
ფორმატი „3+3“ გულისხმობს თანამშრომლობას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. საქართველოს ოფიციალური პოზიცია თავიდანვე იყო, რომ პლატფორმაში მონაწილეობას არ აპირებდა.
ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2021 წელს მოსკოვში გაიმართა, მეორე კი 2023 წელს თეირანში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვს ნათქვამი აქვს, რომ "3+3"-ის ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა. მოლაპარაკებების ამ ფორმატში საქართველოს ჩართვა თურქეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმაც სცადა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროში ადრე განაცხადეს, რომ რუსეთთან რაიმე სახის ერთობლივ ფორმატზე საუბარი ვერ იქნება, სანამ მოსკოვს ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.