ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუნისის ისლამურმა პარტიამ კოალიციის შექმნა გადაწყვიტა


ტუნისის ისლამურმა პარტიამ კოალიციის შექმნა გადაწყვიტა
ტუნისის ისლამურმა პარტიამ კოალიციის შექმნა გადაწყვიტა

ტუნისის ისლამურმა პარტიამ კოალიციის შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტა რაც კვირას ჩატარებულ არჩევნებში ხმების სათანადო რაოდენობა მიიღო.

არჩევნების ოფიციალური შედეგები სამშაბათს გამოცხადდება, თუმცა წინასწარი მონაცემებით ენაჰადას პარტიას დაახლოებით ხმათა 40 პროცენტი ერგო.

ენაჰადას პარტიის განცხადებით იგი მზადაა მთავრობის ახალი მოდელის ჩამოსაყალიბებლად; ამისათვის იგი თუქრეთის მოდელს გამოიყენებს სადაც მმართველი პარტია ისლამური იდენტურობით გამოირჩევა.

აღნიშნული არჩევნები რომელსაც ბევრი თავისუფალსა და სამართლიანს უწოდებს არაბული გაზაფხულის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან დესპოტური დამოკიდებულება ახლდა ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

ამომრჩევლებმა ასამბლეაში 217 ადგილს უყარეს კენჭი, რომელიც ახალი კონსტიტუციის შექმნას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG