ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპი ტეხასში ჩავიდა


სამშაბათს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტეხასის სამხრეთ-აღმოსავლეთში ჩავიდა და სტიქიის ზონაში შექმნილ ვითარებას გაეცნო. პრეზიდენტის თქმით, ქარიშხალ ჰარვისგან მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები შეერთებული შტატების ისტორიაში უძვირესი იქნება.

შტორმს უკვე უწოდეს არნახული მასშტაბის კატასტროფა. აშშ-ის რომელიმე კონტინენტურ ნაწილს ამდენი წვიმა არასოდეს დასტყდომია თავს.

სამშაბათ საღამოს პრეზიდენტი ტრამპი ტეხასის დედაქალაქ ოსტინში საგანგებო ოპერაციების შტაბში მივიდა. მან შტორმისაგან დაზარალებული მოსახლეობა დაარწმუნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და კონგრესი მათ დასახმარებლად ყველაფერს იღონებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG