ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს კვლავ განაცხადა, რომ მისი რწმენით, მის საპრეზიდენტო კამპანიასა და რუსეთს შორის არსებული კავშირის შესახებ ახლად გაჟღერებული კითხვები „ამერიკის ისტორიაში კუდიანებზე დევნის ყველაზე ფართომასშტაბიანი“ პრეცედენტია.
პრეზიდენტ ტრამპის ეს განცხადება ტვიტერში, მოსდევს წინა დღეს, მისი შვილის-უმცროსი დონალდ ტრამპის მიერ მისი და კამპანიის მონაწილე სხვა ადამიანების მიმოწერის გამომჟღავნებას რუსულ მხარესთან, სადაც ჩანს რომ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანია ჰილარი კლინტონის შესახებ მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის მიღებას ცდილობდა რუსული მხარისგან.
გუშინ, პრეზიდენტის ვაჟმა-უმცროსმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „ფოქსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას არაფერი ქონდა ნათქვამი საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპისთვის, როცა ის რუსულ მხარეს ეკონტაქტებოდა ელ-ფოსტით. პრეზიდენტმა ტრამპა ეს ინტერვიუ მოიწონა და მის ვაჟს „ღია, გამჭვირვალე და უდანაშაულო“ უწოდა.
სენატის დემოკრატი წევრები კი გუშინ განვითარებულ მოვლენებს და უმცროსი დონალდ ტრამპისა და კამპანიის კავშირებს რუსულ მხარესთან „შეთანხმებად“ და საიდუმლო გარიგებად აფასებენ.
Facebook Forum