ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ფინანსების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს


ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრეზიდენტ ტრამპის საჩივარი ახალი სასამართლო სხდომის გამართვის შესახებ. ეს საჩივარი შეეხებოდა იმ საქმეს, რომელშიც პრეზიდენტის საბუღალტრო ფირმას ევალებოდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის, მისი მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო ლიდერის ფინანსური დოკუმენტების გადაცემა.

წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და რეფორმის კომიტეტმა დონალდ ტრამპის 2011-2018 წლების ფინანსური დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა, რაც გამომძიებლებს დაეხმარება შეისწავლონ პრეზიდენტის ფინანსური მდგომარეობა და ინტერესთა შესაძლო კონფლიქტი.

დონალდ ტრამპის ადვოკატი ჯეი სეკულოვი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG