ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: სირიაზე დარტყმის თაობაზე „საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს“


რუსეთის გაფრთხილების ფონზე, რომ შესაძლოა სირიის საკითხის გამო შეერთებულ შტატებთან სამხედრო კონფლიქტმა იფეთქოს, პრეზიდენტმა ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეკრიბა, რათა განიხილონ საპასუხო ქმედება ბოლოდროინდელ სავარაუდო ქიმიურ თავდასხმაზე, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალებს ბრალდება.

ხუთშაბათს, თეთრი სახლის პრეს მდივანმა თქვა, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა. პრეს მდივანმა თქვა: „ვახდენთ სადაზვერვო მონაცემების შეფასებას და გვაქვს დიალოგი პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. პრეზიდენტი ამ საღამოს პრეზიდენტ მაკრონს და პრემიერ მინისტრ მეის დაელაპარაკება“.

თავის უმაღლესი დონის უსაფრთხოების და სამხედრო მრჩევლებთან შეხვედრის წინ, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ გადაწყვეტილება „საკმაოდ მალე“ იქნება მიღებული.

XS
SM
MD
LG