ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის საქციელი ნატოს საპასუხო ქმედებას ითხოვს


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, თეთრ სახლში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა. იმის მიუხედავად, რომ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიაში ალიანსს მკაცრად აკრიტიკებდა, მან სტოლტენბერგს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ანალიტიკოსების შეფასებით, ტრამპის კრიტიკამ ნაყოფი გამოიღო და ნატოს ბიუჯეტში წევრი ქვეყნების შენატანი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მათი შეხვედრის მთავარი თემა სწორედ სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის შენატანი იყო. თუმცა, საუბარი შეეხო მზადებას მომავალი სამიტისთვის, რუსეთის აგრესიას, „ნატოს ჩართვას ტერორიზმთან ბრძოლაში და ისეთ თემებს, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა“ და თურქეთი - უთხრა სტოლტენბერგმა „ამერიკის ხმას“.

„რუსეთი აშკარად უფრო თავდაჯერებული ხდება... ზრდის ინვესტიციას თანამედროვე სამხედრო ტექნიკაში; იყენებს სამხედრო ძალას მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ, ყირიმის უკანონო ანექსიის სახით; ამას გარდა, ე.წ. ჰიბრიდულ ტაქტიკასაც ხმარობს“ - ამბობს სტოლტენბერგი. მისი თქმით, ეს არის კომბინაცია სამოქალაქო და სამხედრო ქმედების, ჩარევა საარჩევნო პროცესებში, კიბერ-შეტევები, ნერვული აგენტით იერიში ბრიტანეთში. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, „ეს ყოველივე ნატოსგან საპასუხო რეაგირებას მოითხოვს და ჩვენც ვპასუხობთ“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG