ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა


ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა და 21 აპრილის არჩევნებში მიღწეული გამარჯვება მიულოცა.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპმა ზელენსკის წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები უკრაინის ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტია. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები მშვიდობიან და დემოკრატიულ ვითარებაში გაიმართა.

"პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრიანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გამოთქვა მზადყოფნა, რომ იმუშაოს ახალარჩეულ პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინელ ხალხთან იმისთვის, რომ განხორციელდეს რეფორმები, რომლებიც განამტკიცებს დემოკრატიას, გაიზარდოს კეთილდღეობა მოსახლეობაში და აღმოიფხვრას კორუფცია", - ვკითხულობთ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიტიკური გამოცდილების არ მქონე, 41 წლის კომედიანტმა უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო არჩევნების მეორე ტურში დიდი უპირატესობით დაამარცხა. ზელენსკიმ ამ დრომდე დათვლილი ხმების 73 % მიიღო, პოროშენკომ კი - 25 %-ზე ნაკლები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG