3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტ ტრამპის მომხრეები, დედაქალაქ ვაშინგტონის ქუჩებში გამართული მრავალათასიანი დემონსტრაციით, ზოგიერთ შტატში შედეგების გადათვლას და ზოგან ხმების დათვლის შეჩერებას ითხოვენ.
ამ ფონზე, ტრამპის იურიდიული გუნდის მიერ სასამართლოებში შეტანილი სარჩელების ნაწილი, ძირითადად, წარუმატებელია. არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადებული ჯო ბაიდენი კი მსოფლიო ლიდერების მილოცვებს იღებს და მომავალი კაბინეტის დაკომპლექტებას აგრძელებს.
დონალდ ტრამპი უარს აცხადებს აღიაროს დამარცხება. მის განწყობას იზიარებენ მისი მომხრეებიც. მისი მხარდამჭერები დღეს კაპიტოლიუმის ბორცვზე მდებარე უზენაესი სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ: "ჩვენ ჩემპიონები ვართ, გააჩერეთ ხმების დათვლა."
არჩევნების შედეგების საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ჩანს, მრჩევლებთან უკვე განიხილავს მედიაში მისი სამომავლო აქტიურობის და სიტყვით გამოსვლების გეგმებს. ეს, სავარაუდოდ, მასზე ყურადღების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს 2024 წლამდე. 2024 წელს კი, მის მრჩევლებზე დაყრდნობით, ტრამპი აპირებს თეთრი სახლის საპრეზიდენტო რბოლაში შეიტანოს განაცხადი.
Facebook Forum