მოსალოდნელია, რომ შაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება. ეს საუბარი, ტრამპის მიერპრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ, ამ ქვეყნების ლიდერებს შორის პირველი იქნება, თუმცა მათ ნოემბერში, ტრამპის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც ისაუბრეს.
საპრეზიდენტო არჩევნების მომდევნო საუბრის შემდეგ ტრამპმა და პუტინმა თქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის „ნორმალიზება“ სურთ.
შეერთებული შტატების ლიდერმა თქვა, რომ რუსეთთან და პუტინთან უფრო კარგი ურთიერთობა სურს, ვიდრე მის წინამორბედ, ბარაკ ობამას ჰქონდა. ტრამპმა ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების მოხსნის შესაძლებლობის საკითხი წამოჭრა.