პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა დღეს განაცხადა, რომ რუსეთი, შესაძლოა, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მის სასარგებლოდ ჩაერია, მაგრამ ასევე, შესაძლოა, არჩევნებში სხვა მხარეებიც ყოფილიყვნენ ჩართულნი.
“ვფიქრობ, ეს შეიძლება ყოფილიყო რუსეთი, ასევე შეიძლება ყოფილიყო სხვა ხალხი და ქვეყნები. ბევრი ვინმე შეიძლება ჩარეულიყო. დაზუსტებით ეს არავინ იცის,” განაცხადა ტრამპმა ვარშავაში, სადაც ის “დიდი ოცეულის” სამიტის წინ ჩავიდა.
ტრამპის ეს განცხადება ეწინააღმდეგება ამერიკის უშიშროების საზოგადოების დასკვნას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პირადად მართავდა საარჩევნო კამპანიაში ჩარევის გეგმას, რომლის მიზანი ამერიკის საარჩევნო სისტემის დისკრედიტაცია და ტრამპის ოპონენტის ჰილარი კლინტონის რეპუტაციის შელახვა იყო.
Facebook Forum