ამერიკის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის აღარ თამაშობს არანაირ როლს მისი კომპანიის „ბიზნეს ოპერაციებში“, რათა არ ადგილი არ ქონდეს ინტერესთა კონფლიქტს. ეს თემა ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ აქტიური განხილვის საგანია, რომლის გარშემო უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ტრამპის ქალიშვილი მომავალი პრეზიდენტის შეხვედრას დაესწრო, იაპონის პრემიერ მინისტრთან. დონალდ ტრამპმა Twitter-ზე განაცხადა, რომ 15 დეკემბერს ამ საკითხზე გამართავს კონფერენციას. ამასთანავე, 30 ნოემბერს, ტრამპმა განაცხადა, რომ "გოლდმან საქსის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სტივენ მნუჩინი ხაზინის დეპარტამანეტის მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
პოპულარული
1