ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების ბოლო გამოცდა ტრამპს "არ აწუხებს"


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე განსხვავებულ პოზიციებს გამოხატავენ იმის თაობაზე, დაირღვა თუ არა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული რაკეტების კიდევ ერთი გამოცდით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია. თუმცა საერთო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საბოლოო მიზანი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღებაა, უცვლელია.

ტოკიოში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ბირთვული რაკეტების გამოცდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ უნის მიერ ყურადღების მიპყრობის მცდელობა იყო და ეს პირადად მას "არ აწუხებს".

შინზო აბეს თქმით კი, ამგვარი ქმედება არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას. მან ასევე რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ მისი ხელისუფლება ყველაზე მეტად დაინტერესებულია ჩრდილოეთ კორეის მიერ იაპონიის მოქალაქეების გატაცების საქმეებით.

ტრამპის შეფასებები და კომენტარები ძირითადად ეკონომიკურ საკითხებს შეეხებოდა. მან იაპონიასა და ჩინეთთან ისეთი სავაჭრო შეთანხმებების მიღწევის საჭიროებაზე ისაუბრა, რომელიც შეამცირებს ამერიკასთან სავაჭრო დეფიციტს. ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ ჩრდილოეთ კორეას "წარმოუდგენლად დიდი ეკონომიკური პოტენციალი" ელის იმ შემთხვევაში, თუ ის ხელს მოაწერს შეთანხმებას ბირთვულ იარაღზე უარის თქმის თაობაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG