ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორობის ახალი კანდიდატი დაასახელა


 ქრისტოფერ ვრეი
ქრისტოფერ ვრეი

გამოძიების ფედერალური ბიუროს ახალი დირექტორი ყოფილი ფედერალური პროკურორი ქრისტოფერ ვრეი გახდება - ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა. ეს განცხადება ერთი დღით უსწრებს ბიუროს ყოფილი დირექტორის დაკითხვას სენატის დაზვერვის კომტეტის მიერ.

ვრეი 2003-2005 წლებში ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობისას იუსტიციის დეპარტამენტის კრიმინალურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ახლა კი კერძო საადვოკატო ფირმის - „კინგი და სპალდინგის“ - პარტნიორია და დაცვის ადვოკატია კრიმინალურ (სისხლის სამართლის) საქმეებში.

მნიშვნელოვანია, რომ ის ცოტა ხნის წინ პრეზიდენის ახლო მოკავშირის, ნიუ-ჯერსის გუბერნატორის, ქრის ქრისტის ადვოკატადაც მსახურობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG