ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის მოწინააღმდეგეებმა მისი ღონისძიების დარბევა სცადეს


რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩაშლა გუშინ ნიუ მექსიკოს შტატში მისმა მოწინააღმდეგეებმა სცადეს, რომლებიც უსაფრთხოების ბარეირებს მიღმა გადავიდნენ.

პოლიცია წესრიგის დაცვას ცდილობდა და ტრამპის მოწინააღმდეგეებს სთხოვდა ქუჩის მხოლოდ ერთი მხარე დაეკავებინათ. მეორე მხარეს ტრამპის მხარდამჭერები მისი გამოსვლის მოსასმენად შენობაში შესვლას ცდილობდნენ.

მომიტინგეებს ანარქიის სიმბოლოები და ტრანსპარანტები ეჭირათ, წარწერით, “ტრამპი ფაშისტია,” “შენგან საკმარისი მოვისმინეთ”და სხვა.

XS
SM
MD
LG