ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის პრეზიდენტი ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების განცხადებას პასუხობს


მექსიკის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების მხრიდან ტარიფებით მუქარას პარასკევს სიფრთხილით უპასუხა. მან „იძულებითი ქმედებების“ ნაცვლად, დიალოგისკენ მოუწოდა. ორი ქვეყნის კონფლიქტი საიმიგრაციო პოლიტიკას უკავშირდება.

„მე მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ არანაირ პროვოკაციას არ ავყვებით, თუმცა, ჩვენ წინდახედულად ვიმოქმედებთ, და პატივს ვცემთ შეერთებული შტატების სამართალდამცავებს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს“, - განაცახა მანუელ ლოპეზ ობრადორმა.

მისი განცხადება, პრეზიდენტ ტრამპის მიმართ ორგვერდიან წერილს მოჰყვა, რომლის ტონიც მსგავსი იყო და ტრამპის განცხადებას, უკავშირდებოდა, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები მექსიკიდან იმპორტზე გადასახადის გაზრდას გეგმავს.

„10 ივნისს, შეერთებული შტატები ჩვენს ქვეყანაში მექსიკიდან შემომავალ ყველა პროდუქტზე 5 პროცენტიან ტარიფს დააწესებს, იქამდე, სანამ მექსიკის გავლით ჩვენს ქვეყანაში არალეგალური იმიგრანტების შემოსვლა არ შეჩერდება“, - თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“. ტრამპის თქმით, იქამდე, სანამ „არალეგალური იმიგრანტების პრობლემა არ გადაწყდება“, ტარიფები ყოველთვიურად გაიზრდება და პირველ ოქტომბერს 25 პროცენტს მიაღწევს.

ტრამპი, სხვადასხვა დროს, ბრალს დებდა მექსიკის ხელისუფლებას, რომ ის არ იღებს ზომებს ცენტრალური ამერიკიდან მომავალი მიგრანტების შესაჩერებლად.

ლოპეზ ობრადორმა ტრამპის განცხადების შემდეგ, „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „სოციალური პრობლემები გადასახადებით და იძულებითი ქმედებებით“ არ წყდება.

მექსიკა, პარალელურად შეერთებულ შტატებთან და კანადასთან მოლაპარაკებული სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის პროცესს იწყებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG