ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: მე რომ სეშენსის გადაწყვეტილება მცოდნოდა, პოსტზე სხვას დავნიშნავდი


ამერიკულ გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსთან" ინტერვიუში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ საგანგებო გამომძიბლის მანდატი მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესწავლაზეც გავრცელდა, ეს მიუღებელი იქნება. საგანგებო გამომძიებელი გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას იკვლევს. ტრამპის თქმით, მისი ოჯახის ფინანსებს რუსეთის თემის გამოძიებასთან კავშირი არ აქვს.

„მე მიმაჩნია, რომ დიახ, ეს გადაკვეთს წითელ ხაზს,“ განაცხადა დონალდ ტრამპმა. „მე არ მაქვს შემოსავალი რუსეთიდან, მე რუსეთთან ბიზნესს არ ვაწარმოებ.“

ინტერვიუში, რომელიც მრავალ საკითხს შეეხო, პრეზიდენტმა ასევე გამოხატა იმედგაცრუება გენერალურ პროკურორ ჯეფრი სეშენსის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. თანამდებობაზე დანიშნვიდან მოკლე ვადაში სეშენსი საკუთარი ინიციატივით ჩამოშორდა რუსეთის თემაზე მიმდინარე გამოძიებას. ტრამპის თქმით, მას რომ სეშენსის გადაწყვეტილებაზე წინასწარ სცოდნოდა, გენერალური პროკურორის პოსტზე სხვას დაასახელებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG