აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ მისი იმპიჩმენტის საკითხს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს, თუ წარმომადგენელთა პალატა ამ ნაბიჯის გადადგმას მართლაც გადაწყვეტს. „თუ პარტიული ნიშნით, დემოკრატიული წევრები იმპიჩმენტს შეეცდებიან, უზენაეს სასამართლოში წავალ,“ - დაწერა პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ და სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის ორწლიანი გამოძიების შეფასებისას დასძინა, რომ მისი მხრიდან არ ყოფილა ჩადენილი არც სერიოზული დანაშაული რუსეთთან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გარიგების მიმართულებით და არც რაიმე მცირედი გადაცდომა მისი პრეზიდენტობის დროს.
მას შემდეგ, რაც მალერის სრული, მაგრამ რედაქტირებული ანგარიში საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატები ბჭობენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საჭიროებაზე.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ პარტიის წევრები გააფრთხილა, არ იჩქარონ ასეთ დროს, თუმცა სხვადასხვა დემოკრატიული წევრები პალატიდან, აცხადებენ, რომ პარტიას, იმპიჩმენტის გადავადება, ძვირად შეიძლება დაუჯდეს.
Facebook Forum