მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალ საპრეზიდენტო განკარგულებას ხელს დღეს მოაწერს. განკარგულება ლტოლვილების მიღებას შეაჩერებს და ექვსი, მეტწილად მუსლიმებით დასახლებული ქვეყნიდან, ადამიანების შემოსვლას შეზღუდავს.
ეს განკარგულება, იანვრის ბოლოს გამოცემული განკარგულების შესწორებული ვარიანტია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, შემოწმების პროცესის გადახედვა უნდა მომხდარიყო. განკარგულების თანახმად, ერაყიდან, ირანიდან, სირიიდან, ლიბიიდან, იემენიდან, სომალიდან და სუდანიდან ადამიანების შემოსვლა იზღუდებოდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი განკარგულებით ერაყი სიიდან ამოიღეს, მაგრამ დანარჩენი ქვეყნების მიმართ დროებითი აკრძალვა ძალაში რჩება.
ახალ განკარგულებაში ლტოლვილების მიღებაზე დროებითი შეზღუდვაც ძალაში რჩება, მაგრამ შემდგომი, განუსაზღვრელი დროით ლიმიტირების ნაწილში, სირიელები განცალკევებით არ არიან ჩართული.