ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ბრიტანეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 12 ივლისს ბრიტანეთში ჩადის. ბრიტანეთში ეს ტრამპის პირველი ოფიციალური ვიზიტია პრეზიდენტის რანგში.

მიმომხილველები ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შეერთებულ შტატებს და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ‘განსაკუთრებული ურთიერთობა’ გამოწვევების წინაშე დგას.

ლონდონში ტრამპის ვიზიტის პარალელურად, საპროტესტო გამოსვლები იგეგმება. ანალიტიკოსები იმ საკითხებზე საუბრობენ, რაც პრეზიდენტ ტრამპის მიმართ კრიტიკის საგანია.

“პრეზიდენტ ტრამპის მიერ უკიდურესად-მემარჯვენე ვიდეოს სოციალურ ქსელში გაზიარებამ ბრიტანეთში დებატები და საპროტესტო აქციები გამოიწვია. მისი ჩამოსვლა ასევე ემთხვევა მის მიერ ევროპულ ნაწარმზე ტარიფების დაწესებას, ის ასევე გამოეყო ირანის ბირთვულ შეთანხმებას“, ამბობს ლესლი ვინჯამური, ჩეთემ ჰაუსის პოლიტიკის ჯგუფიდან.

პრეზიდენტ ტრამპის ბრიტანეთში ვიზიტიდან მალევე ბრიუსელში ნატოს სამიტი იგეგმება, 16 ივლისს კი ტრამპი რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს ჰელსინკიში შეხვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG