ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპმა ლონდონში ვიზიტი გააუქმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლონდონში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ ბევრი ვერსია ვრცელდებოდა, თუმცა პრეზიდენტმა მიზეზის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა:

„მიზეზი, რის გამოც ლონდონში ვიზიტი გავაუქმე ის არის, რომ არ მომწონს ობამას ადმინისტრაციის დროს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ძალიან კარგ ადგილას მდებარე არაჩვეულებრივი საელჩო ლონდონში „თხილის ფასად“ გაიყიდა და ქალაქგარეთ ახალი შენობის საყიდლად მილიარდ 200 ათასი დოლარი დაიხარჯა. ეს ცუდი გარიგება იყო. და მე არ ვაპირებ ლენტის გაჭრას“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.

ამერიკის საელჩოს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ეს ტერიტორია 2008 წელს შეიძინა, ანუ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ბარაკ ობამა პრეზიდენტის პოსტს დაიკავებდა, რაც 2009 წლის იანვარში მოხდა. ძველი შენობა კი 2009 წელს გაიყიდა.

ამერიკის პრეზიდენტი ლონდონში სამუშაო ვიზიტით თებერვლის ბოლომდე უნდა ჩასულიყო და სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში უნდა გაეხსნა ახალი საელჩო. ის ასევე უნდა შეხვედროდა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის. თუმცა შეხვედრის ოფიციალური თარიღი აქამდე დასახელებული არ ყოფილა.

ბრიტანული პრესა წერს, რომ პრეზიდენტს მისი ვიზიტის "არასაკმარისი პრესტიჟულობა" აწუხებს და რომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ მისი ვიზიტი "სახელმწიფოს" ნაცვლად "სამუშაო" იქნება, შესაბამისად, ტრამპისა და დედოფლის შეხვედრაც არ შედგება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG