პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კომპანია „ჯენერალ-მოტორსი“ დროულად ვერ ასრულებს სასუნთქი აპარატების დამზადების ვალდებულებას. თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ „ჯენერალ მოტორსი“ იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას არ აქვს სასუნთქი აპარატების დამზადების გამოცდილება, სწრაფად რეაგირებს. „ჯენერალ მოტორსი“ აპარატებს აპრილის შუაში დაამზადებს და იმედოვნებს, რომ თვის ბოლოსთვის 10,000-ის წარმოების მიღწევას გეგმავს. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ეს თავდაპირველი დაპირებით, კომპანია აცხადებდა, რომ 40,000 აპარატს დაამზადებდა, ხოლო ახლა ამბობენ, რომ მხოლოდ 6000-ის დამზადებას შეძლებენ.
პრეზიდენტმა, იმ მიზეზით რომ კომპანია საკმარისად სწარაფად არ მუშაობს, პარასკევს „თავდაცვის წარმოების აქტი“ აამოქმედა, რომელიც მთავრობას აძლევს ძალაუფლებას, კომპანიების საქმიანობა ეროვნული თავდაცვის ინტერესებისადმი წარმართოს. „ჯენერალ მოტორსი“ ამბობს, რომ ეს არ ცვლის მათ გეგმებს, რადგან ისინი უკვე ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად წავიდნენ წინ. კრიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტი ტრამპის მიერ აქტის ამოქმედება, უნდა ემსახურებოდეს ზოგად მიზანს, რომ კრიტიკულად საჭირო აღჭურვილობა შეიქმნას და არ უნდა იყოს გამოყენებული ცალკეული კომპანიის წინააღმდეგ წასასვლელად.
თუმცა სასუნთქი აპარატების წარმოების გაზრდის მიუხედავად, შეერთებული შტატები შესაძლოა მაინც ვერ გაუმკლავდეს აპარატების დეფიციტს. საავადმყოფოები ამბობენ, რომ ამ დროისთვის 65,000 სასუნთქი აპარატი აქვთ, რომლებიც აკმაყოფილებენ კრიტიკულ შემთხვევებში გამოყენების სტანდარტებს. შედარებით მარტივ მოწყობილობებთან ერთად სულ შეერთებულ შტატებს 170,000 აპარატი გააჩნია.
ნებრასკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმის თქმით, შეერთებულ შტატებში სასუნთქი აპარატები 960,000 ადამიანს დასჭირდება. ექიმები იმედოვნებენ, რომ სოციალური დისტანცირება შედეგს გამოიღებს და პაციენტების დიდი რაოდენობა ერთად არ დაავადება, რაც მათ საშუალებას მისცემს ერთი სასუნთქი აპარატი რამდენიმე პაციენტზე გამოიყენონ.
Facebook Forum