ორშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობა დაატოვებინა გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელ სალი იეიტსს. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ტრამპის საპრეზიდენტო განკარგულების კონსტიტუციასთან შესაბამისობა. სალი იეიტსმა პარასკევს იმიგრაციის შეზღუდვის თაობაზე გამოცემული განკარგულების აღსრულებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ამის თაობაზე საკუთარ თანამშრომლებს წერილობით მიმართა.
იეიტსის გადაყენებისთანავე გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად დანა ბოენტი დაინიშნა. სულ რამდენიმე საათში ახალმა დანიშნულმა ბოენტმა, იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს “პრეზიდენტის კანონიერი განკარგულებების დაცვა” უბრძანა.