შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა, მსოფლიოს უდიდეს არაბულ ქვეყანასთან წლების განმავლობაში არსებული ცივი ურთიერთობა შეცვალა და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისის თეთრ სახლში გულთბილად უმასპინძლა. მან ეგვიპტეს რადიკალურ ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობა აღუთქვა.
2009 წლის შემდეგ, როცა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰოსნი მუბარაქს ეგვიპტეში სახალხო აჯანყებამდე და მის გადაყენებამდე უმასპინძლა, ეს თეთრ სახლში ეგვიპტის ლიდერის პირველი სტუმრობა იყო.
აჯანყების შედეგად წარმოქმნილმა პოლიტიკური არეულობის წლებმა, ხელისუფლებაში ავტორიტარული ყოფილი გენერალი სისი მოიყვანა
Facebook Forum