ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი დღეს კანადის პრემიერს შეხვდება


შეერთებული შტატების პრეზიდენტი კანადის პრემიერ-მინსიტრ ჯასტინ ტრუდოს დღეს თეთრ სახლში ხვდება. შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა ჩრდილო ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება იქნება, უფრო კონკრეტულად კი ის თუ რამდენად შესაძლებელია მისი პირობების შეცვლა არსებული დაძაბული ვითარების ფონზე.

საერთასორისო ვაჭრობის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი, სავარაუდოდ, წარმატებული ვერ იქნება, რადგან შეერთებული შტატები აგრესიულად მოითხოვს საკამათო ცვლილებებს.

ცვლილებები შეეხება ამერიკაში წარმოებული მანქანების ნაწილების წარმომავლობას. ამ წესის თანახმად, შეერთებულ შტატებში დამზადებული მანქანების ნაწილების სულ მცირე 62% ჩრდილოეთ ამერიკაში უნდა იყოს წარმოებული, რათა იმპორტის გადასახადი იქნას თავიდან აცილებული. ტრამპის ადმინისტრაცია 85 % -იან ზღვარს ითხოვს. თუმცა ამ იდეას ეწინააღმდეგება ამერიკის ვაჭრობის პალატაც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG