ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ ზოგიერთ ჩინურ საქონელზე ტარიფები შეაჩერა


ოფიციალურმა ვაშინგტონმა დღეს განაცხადა, რომ ზოგ წამყვან ჩინურ პროდუქციაზე 10%-იანი ტარიფების დაწესებას შეაყოვნებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ახალ ტარიფებზე ძალაში წესით 1 სექტემბერს უნდა შესულიყო.

ტარიფები, ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის განცხადებით, ჯერჯერობით არ დაუწესდება კომპიუტერებს, ტელეფონებს, კომპიუტერულ სათამაშოებს, ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და ა.შ. აღნიშნული დროებითი გადავადება 15 დეკემბრამდეა განსაზღვრული. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკელი მომხმარებელიც მოიგებს, რადგან მათთვისაც პროდუქცია საჩუქრების შეძენის მთავარ პერიოდამდე, თითქმის შობამდე აღარ გაძვირდება.

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ტარიფები ძალაში დარჩება მთელ რიგ სხვა იმპორტირებულ საქონელზე. ოფიციალური პირების თქმით, ამ სიის შესახებ განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG