ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინს ამერიკა-ჩინეთს შორის სავაჭრო ომის შემსუბუქების იმედი აქვს


იაპონიის მთავრობის წარმომადგენელი დიდი ოცეულის შეხვედრის ადგილს ინსპექციას უტარებს.
იაპონიის მთავრობის წარმომადგენელი დიდი ოცეულის შეხვედრის ადგილს ინსპექციას უტარებს.

შეერთებული შტატების და ჩინეთის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდებიან. ეს ტრამპის და სი ძინპინის პირველი უშუალო შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომი დაიწყო.

დიდი ოცეულის უმაღლესი დონის სამიტი იაპონიის ქალაქ ოსაკაში 28-29 ივნისს გაიმართება. პეკინი იმედოვნებს, რომ სამიტი სიტუაციის დეესკალაციას შეუწყობს ხელს.

მსოფლიოს ორი წამყვანი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების ეკონომიკური სიტუაციის დარეგულირება ბევრი სხვა ქვეყნის ინტერესებშიც შედის. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გენგ შანგმა დღეს, ჟურნალისტებთან საუბარში, იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ლიდერების პირისპირ შეხვედრა "ხელს შეუწყობს ორმხრივ ნდობას" და სავარაუდოდ "გადაწყვეტს ჩვენს წინაშე არსებულ ზოგ პრობლემას".

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა ჩინეთიდან შემოსულ იმპორტს 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ტარიფები დაუწესოს. ეს ნაბიჯი ტარიფების მასშტაბს კიდევ უფრო გაზრდის და ამერიკაში ჩინეთის მთელ იმპორტს მოიცავს.

ტრამპმა აქამდეც დაუწესა პეკინს 25-პროცენტიანი ტარიფები, რაც $250 მილიარდის ჩინურ საქონელს შეეხო. პეკინმა ვაშინგტონის მტრულ ნაბიჯს თავადაც იმპორტირებულ ამერიკულ საქონელზე ტარიფების გაძვირებით უპასუხა. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, მოლაპარაკების 11 რაუნდი გაიმართა, თუმცა ჯერჯერობით - უშედეგოდ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG