ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი სირიიდან გასვლის გადაწყვეტილებას კვლავ იცავს


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს დაიცვა სირიიდან ამერიკის 2000 ჯარისკაციანი კონტიგენტის გამოყვანა. ტრამპმა ამ ნაბიჯის კრიტიკოსებს შეუტია და მათ „ქრონიკული მომჩივნები.“

„ტვიტერის“ ქსელში გაკეთებულ განცხადებებში პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ ამ გადაწყვეტილებას (სირიიდან ჯარების გაყვანას) ვინმე აქამდე გააკეთებდა, „ის ეროვნული გმირის სახელს მიიღებდა.“ მან თქვა, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო,“ „რომელიც ქალაქ რაქას სახალიფოს დედაქალაქად აცხადებდა ერთ დროს, თითქმის გაქცეულია სირიიდან და ჩვენ ნელა ვაბრუნებთ ჯარებს შინ, ისევე როგორც ვაგრძელებთ „ისლამური სახელმწიფოს“ ნარჩენებთან ბრძოლას.“

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკვირვა ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები და კანონმდებლები, რესპუბლიკელები და დემოკრატები, როცა სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ 19 დეკემბერს მოულოდნელად გამოაცხადა.

ამ გადაწყვეტილების კრიტიკოსები, მათ შორის, გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი, რომელიც ხშირად პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს, ამბობს, რომ ამერიკული ჯარების გაყვანამ შესაძლოა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურება გამოიწვიოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG