ამერიკის პრეზიდენტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მედიაში გაჟონილი ინფორმაციის გამო. ორშაბათს მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის გამოძიების დეტალები, ტერორისტის ვინაობა, შემთხვევის ადგილის ფოტო-მტკიცებულებები ბრიტანეთის საგამოძიებო სამსახურებმა ამერიკელ კოლეგებს გაუზიარეს. ეს მასალები კი მალევე ამერიკულ მედიაში მოხვდა. ბრიტანეთმა შეზღუდა ამერიკისთვის დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება.
„მე ვთხოვ იუსტიციის დეპარტამენტსა და შესაბამის სააგენტოებს, რომ დაიწყონ ამ შემთხვევის ყოვლისმომცველი გამოძიება და თუ საჭირო იქნება, დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით.“ განაცხადა პრეზიდენტმა გუშინ ბრიუსელში.
ბრიტანეთის პრემიერმა კი აღნიშნა, რომ თავდაცვისა და დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება ნდობას ეფუძნება და ეს პროცესი მაქსიმალურად კონფიდენციალური უნდა იყოს.
ჯერჯერობით უცნობია, საიდან გაჟონა ინფორმაციამ და როგორ მოხვდა ის ამერიკული მედიის ფურცლებზე.
Facebook Forum