ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი და ტრამპი თავ-თავისი პარტიის გაერთიანებას ცდილობენ


საპრეზიდენტო არჩევნების გადამწყვეტი რაუნდის დაწყებამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება. ამ ეტაპზე ორივე - რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების - სავარაუდო ნომინანტი თავ-თავისი პარტიის გაერთიანებით არის დაკავებული. ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი ივლისში დაგეგმილი ყრილობებისთვის, ე.წ. კონვენციებისთვის ემზადებიან, რომლებზეც ნომინაციის საბოლოო მფლობელის ვინაობა უნდა გაირკვეს.

ორლანდოში მომხდარი მასობრივი მკვლელობისთანავე, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას და დემოკრატთა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატს ჰილარი კლინტონს ბრალი დასდო იმაში, რომ მათი პოლიტიკის შედეგად ამერიკელები ტერორისტებისთვის იოლი სამიზნე გახდნენ. მაგრამ ჩვენ არ მივცემთ მათ ამის შესაძლებლობას. კინოში სიარულსაც ვაპირებთ, თვითმფრინავითაც ვიფრენთ და ცხოვრებას ისევე წარვმართავთ, როგორც აქამდე ვგეგმავდით” - აცხადებს ის.

თუმცა, ტრამპის კატეგორიულმა ტონმა, განსაკუთრებით მუსლიმებთან დაკავშირებით, ის ისეთ ლიდერებს ჩამოაცილა, როგორიცაა რესპუბლიკელი სენატორი მიჩ მაკონელი. სენატორი ტრამპს რიტორიკის შეცვლას ურჩევს: საკმაოდ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი და ჩვენს ნომინანტს ვურჩევდი, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს იმ თემებზე საუბარი, რაც ამერიკელ ხალხს აწუხებს”.

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ტრამპს ბევრი თანაპარტიელი არ ეთანხმება, მაგრამ სხვადასხვა მოსაზრებით ხმამაღალი განცხადებებისგან თავს იკავებენ. ტრამპისგან დისტანცირება ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა სპეციფიური ნაწილის ხმებს დაკარგავ. ამ დროს ყველა მათგანის მხარდაჭერა საკუთარ არჩევნებზე აუცილებლად დაგჭირდება. იმავდროულად, ტრამპის გვერდით დადგომაც გზღუდავს და მისი პოლიტიკური პოზიციების გაზიარებას უდრის” - აღნიშნავს ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევარი ნორმან ორნშტეინი.

ტრამპის წინააღმდეგობრივი განცხადებები მთავარ არჩევნებზე მის სავარაუდო დემოკრატ ოპონენტს ჰილარი კლინტონს კრიტიკისთვის ფართო შესაძლებლობებს აძლევს. მუსლიმების შეზღუდვა იერიშს ვერ აღკვეთდა. ამას ვერც კედლის აშენება შეაჩერებდა. ტრამპის ვერცერთი უპასუხისმგებლო იდეა ერთი ორლანდოელის სიცოცხლესაც კი ვერ იხსნიდა” - აცხადებს ჰილარი კლინტონი, დემოკრატთა სავარაუდო ნომინანტი.

კლინტონს პარტიის გაერთიანების მიმართულებით სამუშაო არ აკლია. მას საბოლოო გამარჯვებისთვის ბერნი სანდერსის მხარდამჭერთა გადაბირება და მეტი ნდობის მოპოვება სჭირდება. სანდერსს ამ დროს მთლიანად დემოკრატიული პარტიის შეცვლის ამბიცია აქვს: მაქსიმალურად გავაძლიერებთ ბრძოლას იმისთვის, რომ დემოკრატიული პარტია მშრომელი ოჯახების და დაბალშემოსავლიანთა ნამდვილი წარმომადგენელი გავხადოთ”.

კლინტონს პარტიის გაერთიანების საქმეში პრეზიდენტ ობამას მხარდაჭერის იმედი აქვს. მწვავე დაპირისპირებების მიუხედავად, არსებობს შეგრძნება, რომ ეს ყოველივე დაილექება და სავარაუდოდ ცოტა ხანში გაერთიანებულ დემოკრატიულ პარტიას ვიხილავთ” - ამბობს ჯონ ფორტიერი ორპარტიული პოლიტიკის ცენტრიდან.

ჰილარი კლინტონის რეიტინგები ორლანდოს იერიშის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. საზოგადოებრივ გამოკითხვებში მან დონალდ ტრამპის პოპულარობას საკმაოდ გაუსწრო და ჯერჯერობით ამ უპირატესობის შენარჩუნებასაც ახერხებს.

XS
SM
MD
LG