ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ტრამპს და ბაიდენს შორის პირველი დებატები გაიმართება


რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ, დემოკრატ ჯო ბაიდენს შორის დღეს პირველი საპრეზიდენტო დებატები გაიმართება. მოელიან, რომ მას 100 მილიონამდე მაყურებელი ეყოლება.

3 ნოემბერს დანიშნულ არჩევნებამდე 5 კვირაზე ნაკლები დრო რჩება. ეროვნული გამოკითხვების მიხედვით, ჯო ბაიდენი საშუალოდ 7 პროცენტით ლიდერობს. სპეციალისტების აზრით, პანდემიის პირობებში, დიდი რაოდენობით ფოსტით ხმის მიცემის მსურველების გამო, არჩევნების შედეგები მაშინვე ცნობილი არ იქნება.

დებატები კლივლენდში, ოჰაიოს შტატში გაიმართება. უკვე ცნობილია ის საკითხები, რაზეც საპრეზიდენტო კანდიდატები ისაუბრებენ. "ფოქს ნიუსის" ჟურნალისტმა და დებატების მოდერატორმა კრის უოლესმა 6 მთავარი თემა დაასახელა: უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატების მიღწევები; უზენაესი სასამართლოს ვაკანტური პოზიცია; კოვიდ-19; ეკონომიკა; რასობრივი და ძალადობის საკითხები ამერიკის ქალაქებში და არჩევნების უსაფრთხოება.

საპრეზიდენტო დებატები ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე დაიწყება და საათნახევარი გაგრძელდება. ჟურნალისტ უოლესის მიერ განსაზღვრულ საკითხებს კანდიდატები 15-15 წუთს დაუთმობენ. თუმცა, მოვლენების განვითარების გამო, არ არის გამორიცხული, სადებატო საკითხები შეიცვალოს.

დებატების ტრანსლირებისას სარეკლამო გაჭრები არ იქნება. ის თითქმის ყველა წამყვანი საინფორმაციო საშუალების მიერ პირდაპირი ეთერით გადაიცემა ტელე, რადიო და ინტერნეტის საშუალებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG