ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააპელაციო სასამართლოს დადგენილება ტრამპის განკარგულების წინააღმდეგ


ორშაბათს, სან-ფრანცისკოში მდებარე მე-9 სააპელაციო სასამართლომ დადგენილება იმიგრაციის შეზღუდვის თაობაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულების წინააღმდეგ გამოიტანა. სამი მოსამართლისგან შემდგარ პანელზე კენჭისყრა ანონიმურად გაიმართა. მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო განკარგულებით, რომელიც უმეტესად მუსლიმებით დასახლებული ქვეყნებიდან იმიგრაციის შეზღუდვას ითვალისწინებს, დონალდ ტრამპი საკუთარ უფლება-მოსილებებს აჭარბებს.

1952 წელს გამოცემული იმიგრაციის და ეროვნების აქტი პრეზიდენტს ფართო უფლებებს ანიჭებს, მათ შორის - ქვეყანაში შემოსვლის და ამერიკის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, ნათქვამია მოსამართლეთა პანელის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. მაგრამ, ამის მიუხედავად, ისინი ამბობენ, რომ იმიგრაცია შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვისაც კი არ არის “ერთი მსახიობის თეატრი”.

შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი მე-9 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. თეთრი სახლის ადმინისტრაცია საქმის განხილვას უზენაეს სასამართლოში გეგმავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG