ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტორნადოს შემდეგ მაშველები გადარჩენილებს ნანგრევებში ეძებენ


მაშველები ძებნას არ წყვეტენ და ყველა დანგრეული სახლის ტერიტორიას ნანგრევებისგან ათავისუფლებენ

ოკლაჰომას შტატის ქალაქ მურში მაშველებს ძლიერი ქარი ხელს უშლის ქარბორბალას შედეგად ნანგრევებში მოქცეულ დაზარალებულებს მიაკვლიონ. დამანგრეველი ტორნადო ქალაქს გუშინ დაატყდა თავს, რის შედეგადაც 24 ადამიანი დაიღუპა და 240 დაშავდა.

ქალაქის სახანძრო სამსახურის უფროსის განცხადებით, მაშველები ძებნას არ წყვეტენ და ყველა დანგრეული სახლის ტერიტორიას ნანგრევებისგან ათავისუფლებენ.

ამინდის ეროვნული სამსახურის განცხადებით, ძლიერმა ტორნადომ ქალაქის უმეტესი ნაწილი დააზიანა. სტიქიური უბედურების დროს ქარის სიჩქარე საათში 322 კილომეტრს აღემატებოდა.
XS
SM
MD
LG