ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტყუპი ქარბორბალა მეხიკოში


მექსიკის დედაქალაქში ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა

მეხიკოს აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროს ერთდროულად ორი ქარბორბალა დაატყდა თავს. დაღუპულთა რაოდენობა ამ მომენტისთვის 21-ს აღწევს. მექსიკის დედაქალაქში ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

შტორმმა, სახელწოდებით ინგრიდი, მეხიკოში 120 კილომეტრ-საათში სიჩქარის ქარები მოიტანა. სინოპტიკოსები 65 სანტიმეტრ ნალექს ელოდებიან. მეორე ქარბორბალის „მანუელის“ გამო ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე შტატ გუერეროში წყალდიდობების გამო რამდენიმე შენობა წაიქცა.
XS
SM
MD
LG