ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერა


ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერა
ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერა

გუშინ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესწარმომადგენელმა მარკ ტონერმა ტრადიცულ ბრიფინგზე საქართველოს შესახებაც ისაუბრა. მისთვის დასმული შეკითხვა რუსეთ-საქართველოს ომის მესამე წლისთავს ეძღვნებოდა. ტონერის განცხადებით, შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში. რომელიც ასევე გულისხმობს რუსეთის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებას და ჯარების კონფლიქტამდელ ვითარებაში დაბრუნებას. ტონერმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს მოლაპარაკების პროცესის ჟენევის ფორმატის გაგრძელებას, რომლის ჩარჩოებშიც უნდა მოხდეს რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის ხელშეწყობა. ტონერმა ამავდროულად აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრინებას.

XS
SM
MD
LG