ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასის გუბერნატორმა ე.წ. "თავშესაფარი ქალაქების" შესახებ აკრძალვას მოაწერა ხელი


სამხრეთული შტატ ტეხასის გუბერნატორმა ე.წ. „თავშესაფარ ქალაქების“ შესახებ აკრძალვას მოაწერა ხელი.

ახალი კანონით ჯარიმები და გასამართლება ემუქებათ იმ სამართალდამცველებსაც, რომლებიც ფედერალური საიმიგრაციო აგენტების მოთხოვნებს არ დაემორჩილებიან.

„ტეხასი მტკიცედ უჭერს მხარს ლეგალურ იმიგრაციას, რომელიც თავიდანვე ჩვენი სახელმწიფოს ნაწილი იყო. მაგრამ ლეგალური იმიგრაცია განსხვავდება იმ ადამიანებისთვის თავშესაფრის მიწოდებისგან, რომლებმაც საშიში დანაშაულები ჩაიდინეს“, - განაცხადა შტატის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა.

მისივე განმარტებით, სამართალდამცველები ვერ აირჩევენ რომელ კანონს დაემორჩილონ და რომელს არა. გასულ კვირას დემოკრატების, სამოქალაქო უფლებების დამცველი ჯგუფებისა და შტატის დიდი ქალაქების პოლიციის უფროსებისგან შემდგარ ორგანიზაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს კანონი დამტკიცდა და ის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ახალი რეგულაციები უფლებას აძლევს პოლიციას, რომ მათ ლეგალურად დაკავებული ადამიანის საიმიგრაციო სტატუსი შეამოწმონ. ის ასევე აიძულებს პოლიციის უფროსებსა და შერიფებს, რომ პატივი სცენ ამერიკის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურების მიერ გაცემულ დაკავების მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციის ესა თუ ის დეპარტამენტი დღეში 25 000 დოლარით დაჯარიმდება, მისი უფროსი კი შესაძლოა გათავისუფლდეს.

ახალი რეგულაციების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ეს კანონი რასობრივი დაყოფის საფრთხეს უქმნის შტატის დიდ, ლათინური წარმოშობის მოსახლეობას. ამასთან შესაძლებელია, რომ დანაშაულის მსხვერპლებმა დანაშაულის შესახებ პოლიციას აღარ შეატყობინონ ხოლმე, რადგან შეეშინდებათ, რომ მათი ან მათი ოჯახის წევრების საიმიგრაციო სტატუსის შესახებ კითხვები გაჩნდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG